უკრაინაში 1 900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – გაერო

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ 1 900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – ამის შესახებ BBC გაეროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

“24 თებერვლიდან 14 აპრილამდე დაღუპული 1 982 მშვიდობიანი მოქალაქიდან 162 ბავშვი იყო”, – აცხადებენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში.

დაშავდა 2651 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 256 ბავშვი.

უწყების ცნობით, უმეტესობა დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმების დროს გარდაიცვალა და დაშავდა.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა ოლექსანდრიის აეროდრომი დაბომბეს – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიაპოდოლიაკი – 52 ღამე ასობით ათასი უკრაინელი ისმენს განაშის და რაკეტების საშინელ ხმას, არავინ იცის სად დაეცემა ისინი – კარგია, რომ დანარჩენ ევროპას არ ესმის ეს საშიში ხმები