უკრაინასა და საქართველოს შორის „აიდი“ ბარათებით მიმოსვლა პირველი მარტიდან იქნება შესაძლებელი

region
: region თებერვალი 8, 2019 14:57

უკრაინასა და საქართველოს შორის „აიდი“ ბარათებით მიმოსვლა პირველი მარტიდან იქნება შესაძლებელი

უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ორივე ქვეყანაში „აიდი“ (ID) ბარათებით გამგზავრებას მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

„2019 წლის 1-ელ მარტს ძალაში შედის უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის განახლებული შეთანხმება სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ. არსებულ უვიზო რეჟიმთან ერთად, დამატებით ამოქმედდება „აიდი“ ბარათების ფორმის შიდა პასპორტების საფუძველზე ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის დებულება“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ყოფნა ყველწლიურად 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

უკრაინამ და საქართველომ ორივე ქვეყანაში „აიდი“ ბარათებით შესვლის შესახებ შეთანხმება გასული წლის ოქტომბერში გააფორმეს.

region
: region თებერვალი 8, 2019 14:57

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


22,967
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics