უკრაინასა და პოლონეთს შორის მთავრობათაშორისი კონსულტაციები დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინასა და პოლონეთს შორის მთავრობათაშორისი კონსულტაციები დაიწყო. პირველი შეხვედრა დღეს გაიმართა.

“ეს არის ისტორიული და დარწმუნებული ვარ იქნება პროდუქტიული. ჩვენ ვაფასებთ პოლონეთის უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელებისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა თბილი მეზობლობიდან ახალ ეტაპზე გადავიდა – მტკიცე და ისტორიული. მადლობა ყველაფრისთვის და ჩვენ ნამდვილად გვჯერა საერთო დიდი მომავლის”, – წერს ზელენსკი.

უკრაინაში იმყოფებიან პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავიეცკი და ვიცეპრემიერი იაროსლავ კაჩინსკი

banner
წინა სტატიაშინიკა ობოლაძე – ნიკა მელია არის საკმარისად აქტიური, იმდენად, რამდენადაც ვართ ჩვენც, მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება
შემდეგი სტატიალატვიის საეიმას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დასრულდა