უკრაინას თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს – რადამ რუსტემ უმეროვის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე რუსტემ უმეროვი დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რადამ უმეროვი გუშინ, 5სექტემბერს სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელიც მას გასული წლის 7 სექტემბრიდან ეკავა.

რადამ გუშინვე მხარი დაუჭირა ოლექსეი რეზნიკოვის გათავისუფლებას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან.

banner
წინა სტატიაშიმიშას გზას ვინც გაყვება, დაამთავრებს, როგორც მიშა – ჩერგოლეიშვილი
შემდეგი სტატიაუფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, პრეზიდენტის მხრიდან აქტივობები მაშინ განხორციელებულიყო, როცა ევროპარლამენტი გაუმართლებელ რეზოლუციებს იღებდა საქართველოზე, რამაც სტატუსის მინიჭების პროცესი დააზიანა – ბოჭორიშვილი