უკრაინას სურს, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ის დიდ ფასს იხდის ამ სურვილის განხორციელებისთვის – შმიგალი

კიევის მიზანია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის სრულფასოვანი კანდიდატი გახდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა POLITICO-სთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრემიერის მტკიცებით, მისი ქვეყანა ევროკავშირს მომავალი ორი წლის განმავლობაში შეუერთდება.

POLITICO წერს, რომ შმიგალმა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მნიშვნელობას ხაზი იმ ფონზე გაუსვა, როცა სულ უფრო ინტენსიური ხდება დებატები ბლოკის გაფართოების შესახებ და საფრანგეთი და გერმანია მხარს უჭერენ ევროკავშირის წევრობის სრული სტატუსის ალტერნატიულ ვარიანტს, რაც, შესაძლოა ევროკავშირში უკრაინის ეტაპობრივ ინტეგრაციას გულისხმობდეს.

„ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმალურს, რათა უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა უკრაინელისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვიქნებით სრულად მზად იმისთვის, რომ ევროკავშირის ნაწილი ვიყოთ. ჩვენ გვინდა ვიყოთ სრულუფლებიანი წევრი, რადგან უკრაინა დღეს არის უნიკალური ქვეყანა მთელ მსოფლიოში, რომელიც ასეთ დიდ ფასს იხდის თავისი სურვილის განხორციელებისთვის, გახდეს ევროკავშირის წევრი”, -აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელია, რადიკალიზმი ყოველთვის დამარცხდება ჩვენ ქვეყანაში – კალაძე
შემდეგი სტატიადაესწარი LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენას – ღონისძიების პარტნიორი საქართველოს ბანკია