,, უკრაინას შეუძლია საქართველოს სააკაშვილი არ გადასცეს იქამდე, ვიდრე მის საქმეზე ქართული სასამართლო განჩინებას არ გამოიტანს”

უკრაინას შეუძლია საქართველოს მიხეილ სააკაშვილი არ გადასცეს მანამ, ვიდრე მის საქმეზე საქართველოს სასამართლო განჩინებას არ გამოიტანს. ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დენის ჩერნიშევმა განაცხადა.

„უკრაინაში ჯერ კიდევ არაფერი მომხდარა გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა საზღვარი გადაკვეთა. იმ დოკუმენტებში, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ მიიღო სააკაშვილთან დაკავშირებით, ნათქვამია, რომ საქართველოში მასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე განიხილება. ეს ჯერ კიდევ არ არის ექსტრადიციის ჩატარების მორიგი ეტაპი და ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტრო არ მონაწილეობს მასში“, – განაცხადა ჩერნიშევმა.

მისი თქმით, საქართველოში სააკაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენი რომ გამოეტანათ იმ საქმეებზე, რაზეც მას ბრალი აქვს წაყენებული, მაშინ ექსტრადიციის საკითხი იუსტიციის სამინისტროს ნაწილობრივ პრეროგატივაში იქნებოდა.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: „ოცნებას“  ექსტრადირებული  და „მატროსოვის“ ციხეში მჯდარი სააკაშვილის ეშინია!“
შემდეგი სტატიაშსს – ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ყველა პირს პრემიები უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ჩაერიცხება