უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა ხვალ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაიმართება

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა ხვალ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაიმართება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დავოსში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან “კარგი” შეხვედრა ჰქონდა.

კითხვაზე, თუ რა განიხილეს შეხვედრაზე, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოუწევთ „დაელოდონ მოვლენების განვითარებას“ და დასძინა, რომ აშშ ხვალ რუსეთის წარმომადგენლებს ხვდება.

„ყველას სურს, რომ ომი დასრულდეს… ვიმედოვნებთ, ომი დასრულდება. ბევრი ადამიანი იხოცება – წინა თვეში 30 000, მეტწილად სამხედროები. ეს ომი უნდა დასრულდეს”, – თქვა მან.

ცნობისთვის, უკრაინისა და აშშ-ის ლიდერები დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფორმატში შეხვდნენ.

მათმა შეხვედრამ 1 საათზე მეტხანს გასტანა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის საზღვაო ძალებმა რუსეთიდან მომავალი, სანქცირებული ნავთობტანკერი დააკავეს
შემდეგი სტატიაუკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია