პენტაგონის პრესსპიკერის პატრიკ რაიდერის განცხადებით, უკრაინას, რუსეთის თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე და არა მხოლოდ ობიექტებზე, რომლებიც ხარკოვის მახლობლად მდებარეობს.
“სროლის დროს საპასუხო გასროლის შესაძლებლობა ნამდვილად არის ის, რაზეც ეს პოლიტიკაა ორიენტირებული.
ასე, რომ კიდევ ერთხელ, როგორც ვხედავთ რუსული ძალები ცეცხლს ხსნიან საზღვრის მიღმა, უკრაინის შესაძლებლობა, უპასუხოს სახმელეთო ძალებს აშშ-ის მიერ მოწოდებული საბრძოლო მასალის გამოყენებით, არის თავდაცვა,” – განაცხადა რაიდერმა.
მისი თქმით, რუსული ძალები საკუთარ საზღვარს იყენებს, როგორც უსაფრთხო ზონას, საიდანაც უნდა განახორციელონ თავდასხმები უკრაინაზე, შეტევითი მოქმედებების მხარდასაჭერად, ხოლო უკრაინას აქვს უფლება საპასუხოდ ისროლოს თავის დასაცავად.
პრესსპიკერმა კითხვაზე შეუძლია თუ არა უკრაინას აშშ-ის იარაღის გამოყენება ხარკოვის გარდა სხვა ტერიტორიებზეც უპასუხა, რომ “სწორია. აქ აქცენტი კეთდება სტრატეგიულ განზრახვაზე, რაც ნიშნავს საპასუხო ცეცხლის გახსნას, მაშინ, როდესაც თავს გესხმიან.”