უკრაინას ქერჩის ხიდზე თავდასხმით კრემლისთვის დამანგრეველი დარტყმის მიყენება შეუძლია – ფილიპ ბრიდლავი

უკრაინას ქერჩის ხიდზე თავდასხმით დამანგრეველი დარტყმის მიყენება შეუძლია კრემლისთვის. ეს ხიდი აკავშირებს რუსეთს ანექსირებულ ყირიმთან“, – ამის შესახებ ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა The Times-თან ინტერვიუში განაცხადა. წერს უკრაინული მედია.

ბრიდლავმა თქვა, რომ ხიდზე თავდასხმა გამართლებული იქნება იმის ფონზე თუ როგორ ბომბავს და ანადგურებს რუსეთი უკრაინა.

გენერალი მიიჩნევს, რომ ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა.

„სულაც არ მიკვირს, რომ რუსები ღელავენ ქერჩის ხიდზე. ეს მათთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ახლა, როცა დასავლეთმა უკრაინას Harpoon რაკეტები გადასცა ვფიქრობ, რუსებს ყველა საფუძველი აქვთ შეშფოთდნენ, რომ უკრაინა ხიდს თავს დაესხმება,“ – დასძინა გენერალმა.

მისივე თქმით, ყველა ხიდს აქვს თავისი სუსტი მხარე და თუ სწორ ადგილას იქნება მიზანში ამოღებული, ხიდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოუსადეგარი იქნება.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირისთვის მთავარია პუნქტების აღსრულება, ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ოპოზიციაზე და მით უმეტეს რადიკალურ„ენჯეოებზე“, პროცესში ჩართვა მათი პასუხისმგებლობაა – კობახიძე
შემდეგი სტატიაკანადამ პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა