“უკრაინას კი არა, ბლითისგან ხვრელს მიიღებთ” – გაერო-ში უკრაინის ელჩი რუსეთს

“უკრაინის ტერიტორია და სუვერენიტეტი არ იყიდება, საშობაო ბაზრობაზე არ ვართ, არ ვართ ცნობილ ჩერკიზოვსკის ბაზარში”, – ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„რუსეთს უკრაინის კაპიტულაცია სურს. მაგრამ აი, ჩემი პასუხი: უკრაინას კი არა, ბლითისგან ხვრელს მიიღებთ!“- აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.

გაერო-ს უშიშროების საბჭო 9 დეკემბერს შეიკრიბა. შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვის საკითხზეც ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა
შემდეგი სტატიაევროკავშირის საბაჟო კავშირი და საქონლის გადაადგილების თავისუფლება