უკრაინას F-16 რომ ჰქონოდა ავდეევკას არ დაკარგავდა – დანილოვი

ავდეევკას დაკარგვის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, – აღნიშნულის შესახებ შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსებმა საჰაერო დაბომბვით გაანადგურეს ავდეევკა, რამაც უზარმაზარი ნგრევა გამოიწვია.

„უკრაინას F-16 რომ ჰქონოდა ავდეევკას არ დაკარგავდა. F-16-ები რომ გვქონოდა, რუსები ავდეევკას ვერ აიღებდნენ. ჩვენ შეგვეძლო მათი გაძევება ჩვენი ტერიტორიიდან“, – განაცხადა დანილოვმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ დასავლეთმა უფრო გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს, თუ მას არ სურს რუსეთთან ბრძოლა ნატოს ტერიტორიაზე.

„თუ დასავლეთს არ აქვს რუსეთთან ბრძოლის სურვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე, ნატოს ტერიტორიაზე, მაშინ ეს საკითხი ჩვენთან ერთად აქ უნდა გადაწყვიტოს“ – დასძინა დანილოვმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთზე დრონების თავდასხმა განხორციელდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაროგორი ამინდია მოსალოდნელი 25-28 თებერვლამდე