უკრაინის ომის დროს არსებობს დიფთერიისა და ქოლერის დაავადებების გაზრდის რისკი, შემთხვევები უკვე დაფიქსირდა, – ამის შესახებ იმუნოპროფილაქტიკის ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ინფექციონისტმა ფიოდორ ლაპიმ განაცხადა.
„ომის დროს არსებობს დიფთერიის შემთხვევების გაზრდის რისკი, გვაქვს დიფთერიის შემთხვევა ტერნოპოლის რაიონში და ეს არ არის პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.
მისი თქმით, ასევე, არსებობს სხვა ინფექციები, რომლებიც შეიძლება გაიზარდოს.
„მაგალითად, მარიუპოლში ქოლერის გამომწვევი აგენტები აღმოჩენილი იყო ზღვაში. მოსახლეობის სუფთა სასმელ წყალზე შეზღუდვამ შეიძლება მართლაც გამოიწვიოს ისეთი საშიში დაავადებები, როგორიცაა ქოლერა“, – განმარტა ექიმმა.
მან მოუწოდა უკრაინის ზრდასრულ მოსახლეობას, განაახლონ აცრები ტეტანუსისა და დიფთერიის წინააღმდეგ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ.
„რაიონებში არის საკმარისი ვაქცინები. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა უკიდურესად ტრაგიკულია“, – აღნიშნა ექიმმა.