უკრაინას დამატებითი მხარდაჭერა- ოლაფ შოლცი ჯო ბაიდენს შეხვდება

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება, რათა უკრაინის დახმარების საკითხი განიხილონ. შეხვედრა თეთრ სახლში, სავარაუდოდ, თებერვლის პირველ ნახევარში შედგება.

“გერმანიის კანცლერი თებერვლის პირველ ნახევარში ვაშინგტონს ეწვევა, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება. ორივე ქვეყნის ლიდერი ცდილობს, უკრაინას დამატებითი მხარდაჭერა გაუწიოს,” – წერს Bloomberg

მანამდე, შოლცმა ევროპის ქვეყნებს უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჰოლოკოსტს – კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ტრაგედიას
შემდეგი სტატიადენის შმიგალი: ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა დათანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოთხწლიანი პროგრამის მხარდაჭერას