უკრაინას ახალი მთავრობა ჰყავს

Ïðåìüåð-ìèíèñòð Óêðàèíû Àðñåíèé ßöåíþê âî âðåìÿ çàñåäàíèÿ Âåðõîâíîé Ðàäû Óêðàèíû, â Êèåâå, 14 àïðåëÿ 2016 ã. Ôîòî Êîñàðåâ Àëåêñàíäð / ÓÍÈÀÍ

უკრაინის უმაღლესმა რადამ ახალი მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. ვლადიმირ გროისმანის მთავრობის დანიშვნის გადაწყვეტილებას 367-დან 239-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ახალ მთავრობაში ექვსი ვიცეპრემიერი იქნება. პირველი ვიცეპრემიერის თანამდებობა რადაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა სტეპან კუბივმა დაიკავა.

მინისტრის პორტფელები შეინარჩუნეს შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა, იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ, თავდაცვის მინისტრმა სტეპან პოლტორაკმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა, საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა იური სტეცმა და ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა იგორ ჟდანოვმა.

ამასთან, ამ დრომდე არ არის წარდგენილი ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურა, ამიტომ უწყების ხელმძღვანლის მოვალეობის შემსრულებლად ალექსანდრე კვიტაშვილი რჩება.

ამას გარდა, დეპუტატებმა რადას სპიკერად ანდრეი პარუბი დანიშნეს, რომელიც აქამდე ვიცესპიკერი იყო.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური: ვერც პრემიერი და ვერც პრეზიდენტი არჩევნებზე გადაწყვეტილებას ცალკე ვერ მიიღებენ
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები უახლოეს მომავალში ამოქმედდება