უკრაინამ ზაპოროჟიეში დრონების გამოყენებით რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, დრონების გამოყენებით ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურეს.

განადგურებულია 3 საჰაერო სისტემა.

“უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის აქტიური ოპერაციების დეპარტამენტის დრონების ოპერატორებმა დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და გაანადგურეს რუსი ოკუპანტების ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის სისტემები”, – ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიისრაელის ქალაქ ბათ-იამში ბალისტიკური რაკეტა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები
შემდეგი სტატიაDRI: უკანონო თვალთვალი/მოსმენა ავტორიტარიზმის გამყარების ერთ-ერთი საშუალებაა