21.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 4, 2026
banner

უკრაინამ Wildberries-ის ათი უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრიდან შვიდი მწყობრიდან გამოიყვანა

უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ უკრაინამ უმსხვილესი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ათი უდიდესი ლოგისტიკური ცენტრიდან შვიდი მწყობრიდან გამოიყვანა

უწყების ცნობით, მოსკოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შემდეგ, ინდუსტრიულ პარკ „კოლედინოში“ მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკურმა ცენტრმა ფუნქციონირება შეწყვიტა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს იყო კომპანიის ყველაზე დიდი საწყობი ფართობის მიხედვით – დაახლოებით 250 000 კვადრატული მეტრი.

ღამის თავდასხმის შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტა დომოდედოვოს საწყობმაც.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში დრონით თავდასხმის შედეგად Wildberries-ის უდიდეს საწყობში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე დაკავებულ უცხო ქვეყნის ერთ და საქართველოს ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაევროპაში გვალვის გამო დუნაის წყლის დონემ ისტორიულად დაბალ ნიშნულს მიაღწია