უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება დანიასთანაც გააფორმა

ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა უკრაინასა და დანიას შორის უსაფრთხოების თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

დანია გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც არ არის დიდი შვიდეულის (G7) წევრი, რომელთანაც უკრაინამ ასეთი შეთანხმება გააფორმა.

დოკუმენტის მიხედვით, დანია უზრუნველყოფს F-16 მოიერიშე თვითმფრინავებისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობისა და მფრინავების გადამზადებას, ასევე, უკრაინის საზღვაო ფლოტის განვითარების მხარდაჭერასაც.

banner
წინა სტატიაშიილია დარჩიაშვილი- საქართველოს პრიორიტეტი არის ამ დინამიკის შენარჩუნება, ვინაიდან ჩვენი საბოლოო მიზანია ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა
შემდეგი სტატიამდინარაძე – ვისურვებდით, როგორი ინტერესიც არის ჩინეთის მხრიდან, ასეთივე ინტერესი იყოს ჩვენი დიდი ხნის პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან