“უკრაინამ უნდა დაამტკიცოს თავისი დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია სამშვიდობო შეთანხმებაში,“ — აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.
▪️ მისი თქმით, კიევმა უარი უნდა თქვას რუსეთის მიმართ იურიდიულ პრეტენზიებზე, გააუქმოს სანქციები და დააბრუნოს გაყინული რუსული აქტივები.
▪️ ლავროვის განცხადებით, „კიევის რეჟიმი“ არ წარმოადგენს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის მოსახლეობას — მათ შორის ყირიმის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მაცხოვრებლებს.
▪️ „მათ რუსოფობია სახელმწიფო პოლიტიკად აქციეს და შესაბამისად, არ აქვთ უფლება, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე მიუთითებდნენ” ,- აღნიშნა სერგეი ლავროვმა.















