30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

უკრაინამ, ტყვეების გაცვლის ფარგლებში, რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 186 მოქალაქე დააბრუნა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, უკრაინამ, ტყვეების გაცვლის ფარგლებში, რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 186 მოქალაქე დააბრუნა.

„დღეს კიდევ 185 უკრაინელი დამცველი რუსეთის ტყვეობიდან სამშობლოში ბრუნდება. დამცველებთან ერთად შინ ერთი მშვიდობიანი მოქალაქეც ბრუნდება. ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები არიან. რიგითები, სერჟანტები და ოფიცრები. ისინი იცავდნენ ჩვენს ქვეყანას მარიუპოლსა და აზოვსტალში, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, სუმის, კიევისა და კურსკის მიმართულებით. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც რუსეთის მრავალწლიანი რუსული ტყვეობის შემდეგ დაბრუნდნენ, ტყვეობიდან, რომელშიც 2022 წლიდან იმყოფებიან“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი აღნიშნავს, რომ ეს ტყვეების 75-ე გაცვლაა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: დიდია ალბათობა, დეკემბერ-იანვარში უვიზო მიმოსვლა ჩამოგვართვან
შემდეგი სტატიაარაღჩი: აშშ-ის ბაზები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებენ, ლეგიტიმური სამიზნეა