33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

უკრაინამ თავდაცვისა და საგარეო უწყებების დროებითი ხელმძღვანელები დაასახელა

 უკრაინის პრემიერ-მინისტრი, სერგეი კორეცკი სოციალურ ქსელში წერს,  რომ უკრაინის მთავრობამ ანდრეი სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო ევგენი ხმარა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.

„პრეზიდენტთან შეთანხმებით, მთავრობამ დანიშნა ევგენი ხმარა თავდაცვის მინისტრის დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო ანდრეი სიბიგა – საგარეო საქმეთა მინისტრის დროებით მოვალეობის შემსრულებლად. მნიშვნელოვანია მუშაობის უწყვეტობის შენარჩუნება თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში”, – წერს კორეცკი.

ცნობისთვის, 16 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალ შემადგენლობას დაუჭირა მხარი, თუმცა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მაშინ არ იყვნენ დანიშნული.

banner
წინა სტატიაში“გაგრძელებაა შარშანდელი ღალატის კომისიის” – მიხეილ სააკაშვილი “საბოტაჟის საქმეზე”
შემდეგი სტატიაუკრაინაზე მასირებული დარტყმების გამო ევროკავშირმა რუსეთზე დაწესებული სანქციების სია გააფართოვა