21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

უკრაინამ სოჭის პორტსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ სოჭის პორტსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა,_ამის შესახებ  ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სოჭის პორტზე, სავარაუდოდ, შეტევა უპილოტო კატერებით მოხდა. მათივე ცნობით, რუსეთის საკურორტო ქალაქამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო კატერმა მიაღწია და აფეთქდა. მანამდე, სოჭის მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ სულ მცირე ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქზეც. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, კუბინკაში, ნარო-ფომინსკის გზატკეცილზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, ხანძარი მერვე და მეცხრე სართულების დონეზე გაჩნდა. შენობიდან ათი ადამიანის ევაკუაცია მოხდა, დაშავებულები არ არიან.

banner
წინა სტატიაშისოფელ მატანში ძლიერი წვიმის შედეგად 20-მდე ოჯახი დაზარალდა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ 1.9 მილიონი ლარის გათეთრების ფაქტზე დევნა დაიწყო