უკრაინამ შესაძლოა, საქართველოს მიხეილ სააკაშვილი გადასცეს

უკრაინამ შესაძლოა, საქართველოს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გადასცეს.

ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განუცხადა.

წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ შეუძლიათ, ამიტომაც, მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი განიხილება.

„უკრაინსკაია პრავდამ“ კომენტარისთვის სააკაშვილის პრესსამსახურს მიმართა, სადაც აღნიშნულთან დაკავშირებით, არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ საკითხზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: სასამართლოს გადასაწყვეტია, როგორ დასრულდეს “რუსთავი 2”-ის დავა
შემდეგი სტატიაიაპონიის პრემიერი: ტრამპი საიმედო პარტნიორია