უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, 7 მარტს უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ დონეცკში დასავლური შორი მოქმედების იარაღით იერიში მიიტანეს რუსულ სამხედრო ობიექტზე, რომელიც შაჰიდის ტიპის დრონების შესანახად და გასაშვებად გამოიყენებოდა.
განცხადების მიხედვით, უკრაინის სახმელეთო და საჰაერო ძალებმა დონეცკის აეროპორტის მახლობლად მდებარე რუსულ ობიექტზე იერიში ფრანგულ-ბრიტანული SCALP (Storm Shadow) ფრთოსანი რაკეტებითა და ამერიკული ATACMS რაკეტებით მიიტანეს.
უკრაინის სამხედროების მიერ გავრცელებულ ვიდეოში იერიშის შედეგად ობიექტზე დიდი ხანძარი და მეორადი აფეთქებები ჩანს.
“დრონების მართვის პუნქტებზე, საარტილერიო პოზიციებსა და მტრის ცოცხალ ძალაზე სისტემური დარტყმები ასუსტებს მის შესაძლებლობას მართოს დანაყოფები, აწარმოოს ომი და მოემზადოს შეტევითი მოქმედებებისთვის” – აცხადებს გენშტაბი.















