25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

უკრაინამ სევასტოპოლში რუსულ რადიოლოკაციურ სადგურს დაარტყა, რომელიც თვითმფრინავებსა და რაკეტებს აფიქსირებს

უკრაინამ სევასტოპოლში 100 მილიონ დოლარად შეფასებულ რუსულ რადიოლოკაციურ სადგურს დაარტყა, რომელიც თვითმფრინავებსა და რაკეტებს აფიქსირებს.

ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალური შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ნებო-უ“ არის რუსული შორი მოქმედების, სამკოორდინატიანი, ულტრამოკლეტალღოვანი დიაპაზონის რადიოლოკაციური სადგური. მედია წერს, რომ იგი განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების, მათ შორის თვითმფრინავების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების აღმოსაჩენად და მათზე თვალყურის დევნებისთვის.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკი: პოლონეთში დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც რუსეთის დაკვეთით, აშშ-ისა და უკრაინის მოქალაქის მკვლელობას გეგმავდა
შემდეგი სტატიასაქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო ახლად დანიშნული ელჩის ბარბარა ფოსის კომენტარს ავრცელებს