2 მაისს, უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში რუსული სუ-30 ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს „მაგურას“ უპილოტო საზღვაო პლატფორმიდან.
დარტყმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმის მე-13 ჯგუფის ჯარისკაცებმა განახორციელეს.
“აგრესორი სახელმწიფო რუსეთის მრავალფუნქციური გამანადგურებელი, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია, ჰაერში აალდა და საბოლოოდ ზღვაში ჩავარდა” – აცხადებს უკრაინა.