უკრაინამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განთავსების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
მაკრონის თქმით, რუსეთმა ბოლო წლებში დადებული ყველა სამშვიდობო შეთანხმება დაარღვია.
„ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთის მიერ ხელმოწერილი ყველა სამშვიდობო შეთანხმება დაირღვა – მოლდოვაში, საქართველოში და უკრაინაში. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება მშვიდობის მყარი გარანტიები. „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნებიდან უცხოური ძალები განთავსდებიან ადგილზე – ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე – ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მაკრონმა.

1. ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმის შექმნას ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით და რამდენიმე ქვეყნის წვლილით;
2. უკრაინის 800,000 სამხედროს ტრენინგის და ყველა საჭირო რესურსის უზრუნველყოფით, რათა უზრუნველყოს, რომ ამ არმიას შეეძლოს, შეაკავოს ნებისმიერი ახალი აგრესია;
3. მუშაობის გაგრძელებას „მრავალეროვნული ძალების შესაქმნელად ჰაერში, ზღვებზე და ხმელეთზე დარწმუნების უზრუნველსაყოფად ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ“;
4. უკრაინის მოკავშირეების იურიდიულ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ უკრაინას „რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შემთხვევაში“.


















