უკრაინამ სანქციების დარღვევით ნავთობით დატვირთული რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენშტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, იერიშები ასევე განხორციელდა ხიდებზე, სამეთაურო პუნქტებსა და დრონების მართვის მიწისზედა სადგურებზე.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ასევე დაარტყეს იმ ობიექტებს, რომლებსაც რუსული ძალები სამხედრო ლოჯისტიკისა და უკრაინის სამხრეთით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ჯარების გადასაადგილებლად იყენებდნენ. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა ჩრდილოეთ ყირიმის არხზე მდებარე საავტომობილო ხიდზე დასახლება სტავკისთან და კიდევ ერთ საავტომობილო ხიდზე დასახლება ვოინკასთან. მათივე ცნობით, ასევე განადგურდა რუსეთის სამეთაურო-სამეთვალყურეო და საკომანდო პუნქტები დონეცკის ოლქის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილში, ველიკა ნოვოსილკასთან ახლოს.




