29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

უკრაინამ სანკტ-პეტერბურგსა და მის შემოგარენზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა

უკრაინამ სანკტ-პეტერბურგზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს თქმით, რუსეთმა უკრაინის 140-ზე მეტი დრონი ჩამოაგდო.

სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბეგლოვმა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მისი თქმით, უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ნავთობის საწყობს დაარტყეს.

„ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის თავდაცვის დაზვერვის მეომრების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღეს სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე რუსეთის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ბოლო დღეა.

banner
წინა სტატიაშირომის პაპმა ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაბაღის დირექტორი მშობლის მიერ გავრცლებულ კადრებზე: ბავშვის დედასთან ერთად მე თვითონ ვნახე ეს კადრები, გავუშვი ორივე სამსახურიდან