უკრაინამ საკუთარი წარმოების ახალი რაკეტა გამოსცადა (ვიდეო)

უკრაინული მედიის ცნობით, 16 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის უწყებამ საკუთარი წარმოების ახალი, მოკლე სიშორის რაკეტა გამოსცადა…
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი უკრაინული რაკეტა, რომლის სახელწოდებაც ჯერჯერობით არ სახელდება, 60 კილომეტრამდე სიშორიზე მდებარე სამიზნეზე წარმატებით გამოსცადეს.
,,საოცარი ახალი ამბავი გვაქვს ახალ უკრაინულ რაკეტასთან დაკავშირებით. ყველა გაშვება წარმატებული აღმოჩნდა. შედეგებე გასაოცარია: 60 კილომეტრამდე სიშორეზე რაკეტამ ძალიან მაღალი სიზუსტე აჩვენა,, წერს საკუთარ ,,ფეისბუქის,, გვერდზე უკრაინის პრეზიდენტი პეტრ პოროშენკო, რომელიც მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც მოცემულ პროექტზე უკრაინის თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად მუშაობდა.
ვიდეო:

banner
წინა სტატიაშიმაკკეინი ახალ პრეზიდენტს მოუწოდებს არ ენდოს პუტინს
შემდეგი სტატიათურქეთმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინეს