უკრაინამ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Buk-M3, დრონების ბაზა და REB სადგური დრონებით დაბომბა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალური შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 3 ოქტომბერსა და 4 ოქტომბრის ღამეს რუსულ სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელეს.
გამოცემა წერს, რომ უკრაინამ „მიწა-ჰაერი“ ტიპის Buk-M3 სისტემას ზაპოროჟიეს ოლქში, სოფელ კუროშანის მახლობლად დაარტყა. მათივე ცნობით, იერიში მიიტანეს დროებით ოკუპირებული დონეცკის მახლობლად მდებარე ობიექტზე, სადაც რუსული ძალები თავდასხმით დრონებს ინახავდნენ, ამზადებდნენ და უშვებდნენ. გენშტაბის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს REB სადგურს რუსეთის ბრიანსკის ოლქის დასახლება კლიმოვოსთან და ასევე განადგურდა რუსული კავშირგაბმულობის წერტილები დონეცკის ოლქში.


















