24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

უკრაინამ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ვერტმფრენები, საარტილერიო ბრიგადის მართვის პუნქტი და სხვა ობიექტები გაანადგურა

უკრაინის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინამ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა Орскнефтеоргсинтез, ვერტმფრენები Mi-28 და Mi-17, საარტილერიო ბრიგადის მართვის პუნქტი და სხვა ობიექტები გაანადგურა.

„29-30 აპრილის ღამით, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის მნიშვნელოვან ობიექტებს დაარტყეს. ქალაქ ორსკში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა Орскнефтеоргсинтез დაზიანდა. საწარმოს ტერიტორიაზე დარტყმას ხანძარი მოჰყვა. აღნიშნული ობიექტი ჩართულია რუსეთის საოკუპაციო არმიის მომარაგებაში.

ქარხანა აწარმოებს 30-ზე მეტი სახეობის ნავთობპროდუქტს – ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო ნავთს და სხვა. გადამუშავების საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 6,6 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს.

ვორონეჟის ოლქში განადგურდა მტრის ვერტმფრენები – Mi-28 და Mi-17. უკრაინელმა მეომრებმა ასევე დააზიანეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Tor-M2 ზაპოროჟიეს ოლქის ალექსანდროვკას რაიონში. დარტყმა განხორციელდა მოწინააღმდეგის საარტილერიო ბრიგადის მართვის პუნქტზე ლისიჩანსკში. ასევე განადგურდა საბრძ-ოლო მასალის საწყობი კრემენევკას რაიონში და მოწინააღმდეგის კატარღების ბაზირების ადგილი შავი ზღვის აკვატორიაში”,-წერია გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშვიდწლიანი პაუზის შემდეგ აშშ-სა და ვენესუელას შორის კომერციული ფრენები განახლდა