33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

უკრაინამ რუსული იშვიათი საარტილერიო სისტემა 2S44 Гиацинт-К გაანადგურა

უკრაინამ რუსული იშვიათი საარტილერიო სისტემა 2S44 Гиацинт-К გაანადგურა, რაც ომის განმავლობაში ამ სისტემაზე დარტყმის მხოლოდ მეორე დადასტურებული შემთხვევაა. – ამის შესახებ გამოცემა Militarnyi იუწყება.

შედარებით ახალი 152 მმ-იანი საარტილერიო სისტემა დამონტაჟებულია ოთხღერძიან BAZ-6010-027 (8×8) თვლიან შასიზე. მისი კონსტრუქცია საბჭოთა წარმოების 2A36 Гиацинт-B-ს ბუქსირებადი ქვემეხის საარტილერიო ნაწილს მობილურ პლატფორმასთან აერთიანებს. Гиацинт-К-ს შეუძლია სტანდარტული მსხვრევად-ფუგასური ჭურვების სროლა დაახლოებით 30.5 კილომეტრის მანძილზე.

აქტიურ-რეაქტიული საბრძოლო მასალა კი მის სროლის მანძილს დაახლოებით 33.1 კილომეტრამდე ზრდის. თვლიანი შასი სისტემას გზებზე ტრადიციულ მუხლუხოიან არტილერიასთან შედარებით მეტ მობილურობას ანიჭებს, რაც მას საშუალებას აძლევს განავითაროს 80 კმ/სთ-მდე სიჩქარე. ეს მობილურობა იმისთვისაა გათვლილი, რომ რუსულმა ეკიპაჟებმა ცეცხლის გახსნა და პოზიციის სწრაფად შეცვლა შეძლონ, სანამ უკრაინული ძალები საპასუხო დარტყმას განახორციელებენ.

banner
წინა სტატიაშიტრამპი ნავთობკომპანიებს საწვავის ფასების შემცირებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო მედია „მონიტორის“ facebook-გვერდი აღდგა