- ისრაელის მთავარმა რაბინმა სირიის ომი ჰოლოკოსტს შეადარა
- ესპანეთმა ბაშარ ასადის ბიძის ანგარიში და ქონება დააყადაღა
- პუტინი მეტროში აფეთქებების სამ ვერსიას განიხილავს
- მექსიკაში ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ გაზეთი დაიხურა
- ბრძოლა მოსულისათვის: კოალიციის დარტყმები მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებს
- საფრანგეთის ექს-პრემიერმა ვალსმა მისი პარტიის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა
უკრაინამ რუსულ ვალზე მორატორიუმი შემოიღო
მნიშვნელოვანი
- უკრაინამ რუსულ ვალზე მორატორიუმი შემოიღო
სხვა სტატიები
უკრაინამ რუსული ვალის გადახდაზე მორატორიუმი შემოიღო – 3,5 მილიარდი დოლარი 20 დეკემბრამდე უნდა იყოს გადახდილი.
“დღეიდან 3 მილიარდი 582 მილიონი დოლარის რუსული მხარისთვის გადახდა შეჩერებულია, რესტრუქტურიზაციის შესახებ ჩვენი წინადადების ან სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე” – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინსიტრმა არსენ იაცენიუკმა.
ერთი დღით ადრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ უკრაინის ვალის ოფიციალური სტატუსი აღიარა რუსეთის წინაშე.
უკრაინა და რუსეთი ვალის რესტრუქტურიზაციაზე ვერ თანხმდებიან, რომელიც უკრაინამ 2013 წლის ბოლოს, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დროს აიღო.
უკრაინა რუსეთისგან ვალის 20%-ის ჩამოწერას მოითხოვს.
ნოემბრის შუა რიცხვებში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის ვალს 2016-2018 წლებზე გადაანაწილებს ისე, რომ უკრაინამ ერთ წელში ერთი მილიარდი გადაიხადოს.