უკრაინამ რუსულ პორტზე დრონებით იერიში მიიტანა

კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის თქმით, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით, ქერჩში მდებარე პორტ კავკაზზე იერიში მიიტანა.

“ამ დილას დრონებით თავს დაესხნენ პორტ “კავკაზში” მდებარე ბორანს. ადგილზე გაჩნდა ცეცხლი, რომელიც ლოკალიზებულია”. – წერს კონდრატიევი.

გუბერნატორის მტკიცებით, იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც 23 ივლისის ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 75 უკრაინული დრონი გაანადგურა.

banner
წინა სტატიაშიჯონ ბოლტონი – მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება არასწორი, საზიანო იყო
შემდეგი სტატიათამარ ბელქანია: ეგნატე ფიფიას ბიუსტი, რომელიც წალენჯიხის საავადმყოფოს ტერიტორიიდან გამოაძევეს, მოისროლეს მას უკვე საიმედო მცველი ჰყავს