30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

უკრაინამ რუსულ ენას დაცული უმცირესობის ენის სტატუსი გაუუქმა

უკრაინული მედია რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებაზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ უკრაინამ რუსულ ენას დაცული უმცირესობის ენის სტატუსი გაუუქმა.

ამის შესახებ კანონს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა. მათივე ცნობით, აქამდე უკრაინა ხელმძღვანელობდა ევროპული ქარტიით, რომელიც უმცირესობების ენების მხარდაჭერას ითვალისწინებს. თუმცა, უმაღლესი რადას სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, ეს ძველი მიდგომა შეიცვალა.

უკრაინის ხელისუფლების განმარტებით, აგრესორი ქვეყნის ენა ვერ ისარგებლებს იმ თავდაცვითი მექანიზმებით, რომლებიც მცირე ერებისა და მკვიდრი ხალხების უფლებების დასაცავად შეიქმნა. მათივე ცნობით, ახალი კანონის მიზანი უკრაინის ენობრივი სივრცის დაცვა და რუსული პოლიტიკური გავლენების საბოლოოდ აღკვეთაა

“რუსული ენა ამოღებულ იქნა იმ ენების სიიდან, რომელთა მიმართაც უკრაინა იყენებს ქარტიის დებულებებს. ეს არის სამართლიანი და კანონზომიერი გადაწყვეტილება. აგრესორი სახელმწიფოს ენა ვერ ისარგებლებს იმ თავდაცვითი ინსტრუმენტებით, რომლებიც შექმნილია მკვიდრი ხალხებისა და ეროვნული თემების ენების მხარდასაჭერად. უკრაინა იცავს სახელმწიფო ენას, პატივს სცემს ენობრივსა და კულტურულ მრავალფეროვნებას და ართმევს რუსულ იმპერიულ გავლენას იმ პრივილეგიებს, რომლებსაც იგი წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა. ეს გადაწყვეტილება ეხება უკრაინის ღირსებას, სამართლიანობასა და ენობრივ უსაფრთხოებას”,-წერს რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია: „ქართულ ოცნებას“ დასავლელ პარტნიორებთან სტაბილიზაცია საკუთარი ტყავის გადასარჩენად უნდა
შემდეგი სტატიატეხასის ქალაქ მიდლენდში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ცხრა პირი