ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა.
“ასეთ ობიექტებზე დარტყმა მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებას. გაგრძელება იქნება, დიდება უკრაინას!”, – წერს უკრაინის გენშტაბი.
ცნობისთვის, ეს ობიექტი უკრაინის საზღვრიდან 2 500 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
Gazprom Neft-ის საკუთრებაში არსებული ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში ამ დანიშნულების უდიდესი ობიექტია. ის წელიწადში 21 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს ამუშავებს. ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელს, საავიაციო საწვავსა და სხვა ნავთობპროდუქტებს.














