უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ უკრაინამ რუსეთში კრასნოდარის მხარეში ნავთობისა და გაზის ტერმინალი დაბომბა.
გამოცემა წერს, რომ ეს ობიექტი რუსეთის სამხრეთ ნაწილში თხევადი ნახშირწყალბადების გადაზიდვის ყველაზე დიდი კომპლექსია.
“უკრაინამ დრონებით რეზერვუარების პარკში ნავთობპროდუქტების 5 ავზსა და ტერმინალზე ნავთობის ჩამოსასხმელი 2 დანადგარს დაარტყა. ხანძარი გაჩნდა „ტამანნაფტეგაზის“ სატვირთო ავტომობილების პარკინგისა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის მიმდებარე ტერიტორიაზე. დარტყმები განხორციელდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის იმ პოზიციებზეც, რომლებიც ობიექტს იცავდნენ“,- ნათქვამია განცხადებაში















