უკრაინის 429-ე ბრიგადამ, რომელიც აქილევსის სახელითაა ცნობილი, რუსეთში 100 მილიონ დოლარად შეფასებული რადარი – Небо-М გაანადგურა.
როგორც ცნობილია, ის უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან თითქმის 100 კილომეტრში, რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ოლქების გასაყარზე – დასახლებულ პუნქტ უკოლოვოში იყო განთავსებული.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, დარტყმა სისტემის ყველაზე მოწყვლად ნაწილზე განხორციელდა, რამაც რადარის შემდგომი გამოყენება შეუძლებელი გახადა. აღნიშნული მრავალფუნქციური მობილური რადიოლოკაციური სისტემა საშუალო და მაღალ სიმაღლეებზე აეროდინამიკური და ბალისტიკური სამიზნეების აღმოსაჩენადაა განკუთვნილი.

















