უკრაინამ რუსეთს “ევროვიზიაში” მონაწილეობის პირობა დაუსახელა

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ვიაჩესლავ კირილენკომ განაცხადა, რომ რუსეთს “ევროვიზია 2017”-ში მონაწილეობის მიღება იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი გამოიყვანს ისეთ მონაწილეს, რომელსაც უკრაინის კანონმდებლობასთან პრობლემა არა აქვს – ამის შესახებ ნათქვამია “იუთუბზე” გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც დღეს დაიდო.
“ცხადია, ჩვენ მზად ვართ 43-ვე ქვეყნის წარმომადგენელი მივიღოთ, მათ შორის, რუსეთის. რუსეთმა სიტუაციიდან გამოსავალი თვითონ უნდა იპოვოს ისეთი მონაწილის შემოთავაზებით, რომელსაც უკრაინის კანონმდებლობასთან პრობლემები არა აქვს. ამ შემთხვევაში, ამ პრობლემას მალე გადავჭრით” – ამბობს ვიცე-პრემიერი.
მან მოსკოვის მიერ იულია სამოილოვას მონაწილედ დასახელებას “პროვოკაცია” უწოდა. ადრე ქვეყნის უშიშროების სამსახურმა იულია სამოილოვას ქვეყანაში შესვლა სამი წლით აუკრძალა იმის გამო, რომ ის 2015 წელს ყირიმში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიირანმა 15 ამერიკულ კომპანიას სანქცია დაუწესა
შემდეგი სტატიადასავლეთ ბრიტანეთში აფეთქებისას 30-მდე ადამიანი დაშავდა