უკრაინამ რუსეთს $71 მილიონის ღირებულების აქტივები ჩამოართვა

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კიევმა მოსკოვს 2.1 მილიარდი გრივნას ($71 მილიონი) ღირებულების აქტივები ჩამოართვა, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ს, ბუნებრივი აირის მწარმოებელ გაზპრომსა და ბირთვული ენერგიის კორპორაცია Rosatom-ს ეკუთვნოდათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინაში შეჭრის მოსამზადებლად და დივერსიული და სადაზვერვო საქმიანობის დასაფინანსებლად გამოიყენა.

banner
წინა სტატიაში„სირცხვილია“ – გულითად ბოდიშს ვიხდით, გპირდებით, აღარავის მივცემთ უფლებას, დაემუქროს უამრავი განსხვავებული მოქალაქის გამაერთიანებელ სულისკვეთებას, ვაპირებთ, გეგმები ევროინტეგრაციის უზენაეს მიზანს დავუკავშიროთ
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტში შეხვედრებს მართავს