6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

უკრაინამ რუსეთისგან 2 000 ბავშვი დაიხსნა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ BringKidsBackUA-ს ინიციატივის ფარგლებში რუსეთის კონტროლიდან 2 000 უკრაინელი ბავშვი დაბრუნდა სახლში.

„თითოეულის დაბრუნება შესაძლებელი გახდა ჩვენი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების ყოველდღიური ძალისხმევის წყალობით“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პროცესი გრძელდება, რადგან ათასობით უკრაინელი ბავშვი რუსეთის ტყვეობაში რჩება.

„არ გავჩერდებით, ვიდრე ყველა უკრაინელი ბავშვი სახლში არ დაბრუნდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჩიქოვანმა სუს-ის შენობა დატოვა
შემდეგი სტატიარუსეთის მიმართ სანქციების ახალ პაკეტსა და ყულევის პორტის საკითხზე ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობაა