უკრაინამ რუსეთისგან 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთისგან 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად უკრაინაში 1 000 ცხედარი დაბრუნდა, რომლებიც რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით“, – აცხადებს უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი.

შტაბის ცნობით, ცხედრების იდენტიფიცირების მიზნით სამართალდამცავი ორგანოები ყველა საჭირო ექსპერტიზას ჩაატარებენ.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულია „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი, რომელიც გარემოვაჭრეებისგან ქრთამს იღებდა
შემდეგი სტატიამედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა