21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ „ფლამინგოს“ რაკეტების გამოყენება თითქმის გააორმაგა

რუსული დამოუკიდებელი საგამოძიებო მედიაგამოცემა Агентство ინფორმაციას ავრცელებს, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ „ფლამინგოს“ რაკეტების გამოყენება თითქმის გააორმაგა.

მედიაგამოცემა წერს, რომ ივნისიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სულ მცირე 57 „ფლამინგოს“ რაკეტა მოიგერია, მაშინ როცა თებერვლიდან მაისამდე 31 რაკეტის შესახებ იუწყებოდა. მათივე ცნობით, მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის უწყებამ 25 ჩამოგდებული რაკეტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია

გამოცემა წერს, რომ ზაფხულში დადასტურდა „ფლამინგოს“ სულ მცირე ოთხი წარმატებული დარტყმა რუსეთის საწარმოებზე ჩებოქსარში, ვოლგოგრადში, კიროვსა და სამარაში.

უკრაინა რეალურად გაშვებული რაკეტების რაოდენობას არ ასაჯაროებს. ასევე, სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დარტყმების ინტენსივობის ზრდა შესაძლოა ამ რაკეტების წარმოების გაფართოებას უკავშირდებოდეს.

banner
წინა სტატიაშიირანი ამერიკელი სამხედროების მოკვლის ან დატყვევებისთვის ჯილდოს აწესებს
შემდეგი სტატიაირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც იანვარში, კარაჯში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ოფიცრების განზრახ დაშავებაში იყო ბრალდებული