23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

უკრაინამ რუსეთის ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც სამხედრო წარმოებას ამარაგებს, დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინულმა ძალებმა ღამის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე მასშტაბური დრონების თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედია ადგილობრივ ტელეგრამ არხებსა და ტულას რეგიონის გუბერნატორ დიმიტრი მილაევზე დაყრდნობით იტყობინება, რომ იერიშის შედეგად სერიოზულად დაზიანდა რუსეთის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით დარტყმები ტულას ოლქში ნოვომოსკოვსკის ქიმიურ ქარხანა „აზოტზე“ განხორციელდა.

რეგიონის გუბერნატორის თქმით, დრონის ნამსხვრევები ერთ-ერთი სამრეწველო ობიექტის ტერიტორიას მოხვდა.

„აზოტი“ ერთ-ერთი უდიდესი ქიმიური კომპანიაა რუსეთში. მისი ძირითადი პროდუქციაა მინერალური სასუქები, ამიაკი, აზოტის მჟავა, მეთანოლი და სხვა ქიმიკატები. აზოტი ასევე გამოიყენება ნედლეულის წარმოებისთვის, რომელიც მიეწოდება სამხედრო ქარხნებს ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალის წარმოებისთვის.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა სმოლენსკის ოლქშიც, სადაც ქალაქ ვიაზმას რკინიგზის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკის დროშის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაია: ეს არის ავტორიტარული რეჟიმის ხელწერა და სისტემური ძალადობის მორიგი ილუსტრაცია