6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

უკრაინამ რუსეთის ქალაქ ომსკში ozon-ის საწყობი დრონებით დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ ომსკში ozon-ის საწყობი დრონებით დაბომბა.

ინფორმაცია Telegram არხებზე ვრცელდება. დრონებით დარტყმის შემდეგ კომპლექსის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ომსკი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 2,500 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. კომპანიის ოფიციალური ცნობითა და ომსკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, ობიექტიდან თანამშრომლების ევაკუაცია ოპერატიულად განხორციელდა, წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა.

Ozon სიდიდით მეორე მარკეტფლეისია რუსეთში Wildberries-ის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 850 სამხედრო დაკარგა
შემდეგი სტატიამასკი: უკრაინის სამხედრო ძალებმა დაარღვიეს Starlink-ის მომსახურების პირობები