27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთი უდიდეს ნავთობსაცავს დაარტყა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კავკასიაში რუსეთის ერთ-ერთი უდიდეს ნავთობსაცავს დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„გრუშოვაიას“ ნავთობსაწყობი, რომელიც „ჩერნომორტრანსნეფტს“ ეკუთვნის, კავკასიაში ნავთობპროდუქტების შესანახ ერთ-ერთ უდიდეს ობიექტს წარმოადგენს.

უკრაინული მედია წერს, რომ ობიექტი გამოიყენება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მისაღებად, შესანახად და გადასატვირთად, რომლებიც მაგისტრალური მილსადენებით შემოდის ზღვის საშუალებით შემდგომი ექსპორტის მიზნით. კომპლექსის ფუნქციონირება მნიშვნელოვან შემოსავალს ქმნის რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტისთვის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დასაფინანსებლად გამოიყენება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ობიექტზე ხანძარი დაფიქსირდა. ზარალის ოდენობა დგინდება.

banner
წინა სტატიაშიეროვნული სატყეო სააგენტო: მაისში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოვლინდა
შემდეგი სტატიაგვარამია: ფაშინიანის გამარჯვება რეგიონში ძალთა ბალანსს ცვლის — საქართველო კარგავს პოზიციებს