უკრაინამ რუსეთის აგრესიის გამო უკრაინა-ნატოს კომისიის საგანგებო სხდომა მოიწვია

13 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინა-ნატოს რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა – უკრაინული მედია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზზე დაყრდნობით წერს. სხდომა უკრაინის მიერ უკრაინა-ნატოს განსაკუთრებული პარტნიორობის შესახებ ქარტიის მე-15 მუხლის ფარგლებშია ინიცირებული.
ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი კულება ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

დასავლეთის მედია, ასევე, ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიმდინარე კვირას ბრიუსელს ეწვევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოქმედებების განსახილველად. გუშინ, კვირას ბლინკენმა NBC News-სთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გაძლიერების შემთხვევაში რუსეთი შეეჩეხება “ფასს და შედეგებს”.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი კანცლერის კანდიდატურაზე შეთანხმდა
შემდეგი სტატიალონდონში პრინც ფილიპს ძეგლს დაუდგამენ