უკრაინამ ფრონტზე მნიშვნელოვანი წარმატებები უნდა აჩვენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპა დაჟინებით მოითხოვს კონფლიქტის გაყინვას – პოლონელი ევროპარლამენტარი

3-4 თვეში უკრაინამ ფრონტზე მნიშვნელოვანი წარმატებები უნდა აჩვენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპა დაჟინებით მოითხოვს კონფლიქტის გაყინვას და რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების დაწყებას, – ბრიუსელში UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, უკრაინა-ევროკავშირის ასოციაციის საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენელმა ვიტოლდ იან ვაშჩიკოვსკიმ განაცხადა.

„ვფიქრობ, თქვენ [უკრაინას] გაქვთ კიდევ 3-4 თვე. თუ 3-4 თვის შემდეგ კონტრშეტევა წარმატებული არ იქნება, ევროპა გიბიძგებთ კონფლიქტის გაყინვისკენ და რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ“, – აღნიშნა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.

ვაშჩიკოვსკის თქმით, ევროკავშირში ჯერ კიდევ არის ქვეყნები, რომლებიც უფრო მეტად არიან დაინტერესებული რუსეთთან თანამშრომლობით, ვიდრე უკრაინასთან.

„ევროპული ქვეყნების უმეტესობას, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, არ სჭირდება უკრაინა. მათ სჭირდებათ რუსეთი მსოფლიო ეკონომიკაში დასაბრუნებლად. მათ სჭირდებათ რუსული გაზი და ნავთობი“, – დასძინა ევროპარლამენტარმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დარწმუნდებიან, რომ მისი არმინიჭებით ქვეყანაში არეულობას ვერ გამოიწვევენ – ხუნდაძე
შემდეგი სტატიაის ძალები, რომლებიც ამტკიცებენ თავიანთ „დემოკრატიულობას“ და „პროგრესულობას“, იყენებენ მიუღებელ პოლიტიკურ ტაქტიკას – პაპუაშვილი