14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

უკრაინამ პარტნიორებისგან Patriot-ის რაკეტები და სხვა დახმარების პაკეტი მიიღო

უკრაინამ პარტნიორებისგან მცირე რაოდენობით Patriot-ის რაკეტები და სხვა დახმარების პაკეტი მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა

„არ ვიტყვი რომელი სახელმწიფოსგან, მაგრამ ჩვენ მივიღეთ დასტური Crotale-ის საჰაერო თავდაცვის რამდენიმე სისტემისა და მათთვის განკუთვნილი რაკეტების მიწოდებაზე. ასევე მივიღეთ AIM-ის სერიის რაკეტები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, თუ გულახდილები ვიქნებით, Patriot-ის რამდენიმე რაკეტაც ჩამოვიდა. ზუსტად ვერ ვიტყვი რამდენი, მაგრამ ჩვენ მეტი გვჭირდება“, – თქვა ზელენსკიმ.

საჰაერო თავდაცვის სისტემა Crotale ფრანგული წარმოების მცირე რადიუსის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია. იგი განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად საშუალო, მცირე და უკიდურესად მცირე სიმაღლეებზე. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტების, მართვის ცენტრებისა და რაკეტების გამშვები პოზიციების დასაცავად, ისე უშუალოდ ჯარების საბრძოლო შენაერთების საფარად.

AIM სერიის რაკეტები წარმოადგენს ამერიკული მართვადი ავიარაკეტების სერიას, რომლებსაც ასევე იყენებენ საჰაერო თავდაცვის მიწისზედა სისტემებში. რაც შეეხება Patriot PAC-3-ს. უკრაინა პარტნიორი ქვეყნებისგან, განსაკუთრებით კი აშშ-ისგან, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი რაკეტების მიწოდებას დიდი ხანია ითხოვს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ზამთრის გადასატანად სულ მცირე 300 Patriot-ის რაკეტა სჭირდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში გაყინული თევზის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა
შემდეგი სტატიაგურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა