უკრაინამ ვოლგოგრადის ოლქში ორი რუსული Su-34 გაანადგურა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 2 სამხედრო, ხოლო სულ მცირე, 2 დაშავდა.
სამხედრო პორტალ Militarnyi-ს ცნობით, მანამდე აეროდრომზე დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა. NASA FIRMS-ის მონიტორინგის სისტემის თანამგზავრულმა მონაცემებმა მოგვიანებით იქ ხანძარი დააფიქსირეს.


















